გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება.
„ხდება ზუსტად ის, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების ნაცვლად. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს, ევროპის შუაგულში“, – წერს იგი.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენება და საქართველოს სთხოვენ ისეთ რეფორმებს, რომელიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. რაშიც ის მათ შორის გულისხმობს რუსული კანონის და ცენზურის დამწესებელი კანონის გაუქმებას.