ახალი ამბები

„დაიტოვე“ 30 ნოემბერს გლდანის იზოლატორისკენ გამართავს მსვლელობას

26 ნოემბერი, 2024 •
„დაიტოვე“ 30 ნოემბერს გლდანის იზოლატორისკენ გამართავს მსვლელობას

ჯგუფი „დაიტოვე“ 30 ნოემბერს მორიგ მსვლელობას აანონსებს – აქციებზე დაკავებული მომიტინგეების მხარდასაჭერად.

„ჩვენ არ ვჩერდებით! ახლა ჩვენს თანამებრძოლებს და მეგობრებს სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ციხეში მყოფ ბიჭებს უნდა მივაკითხოთ. ვანახოთ, რომ ბოლომდე მათთან ვართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო აქციებზე დაკავებულ ისაკო დევიძესა და ანატოლი გიგაურს სისხლის სამართლის კოდექსით აქვთ ბრალი წარდგენილი – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი