ახალი ამბები

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წაუყენეს

22 ნოემბერი, 2024 •
აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მათე დევიძეს, რომელიც  თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას დაკავეს.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა“, — აცხადებს პროკურატურა.

21 წლის მათე დევიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ბექა კვინიკაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი