ახალი ამბები

საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

21 ნოემბერი, 2024 •
საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცმა ქალი რამდენიმე დღის წინ სცემა. ის ცხელ კვალზე დააკავეს, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი დღეს, 21 ნოემბერს გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, დაკავებული კაცი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ეს ნიშნავს, რომ წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო კაცს ქალთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი