ახალი ამბები

თეირანის ცნობით, გაშიშვლების შემდეგ დაკავებული ქალი ბრალის გარეშე გაათავისუფლეს

20 ნოემბერი, 2024 •
თეირანის ცნობით, გაშიშვლების შემდეგ დაკავებული ქალი ბრალის გარეშე გაათავისუფლეს

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, იგი ოჯახს გადასცეს. მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა“, — განაცხადა ირანის იუსტიციის სამსახურის პრესპიკერმა.

აჰუ დერიაის დაკავების ვიდეო თავდაპირველად სტუდენტური მოძრაობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და იტყობინებოდა, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი გაიხადა მოხალისე პარამილიტარისტებთან შელაპარაკების შემდეგ, რომელთაც მისი ჩაცმულობა შარიათთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის ახალგაზრდა ირანელი ქალი საცვლებში და გაშლილი თმით უნივერსიტეტის კამპუსის წინ, როგორ გადადის მოგვიანებით გზაზე და მიუყვება ტრასას, სადაც ცოტა ხანში მანქანა უჩერდება და მამაკაცების ჯგუფი ქალს მანქანაში ტენის.

ირანის ხელისუფლება პოლიტიკური პროტესტს უარყოფდა და სტუდენტის ქცევას მისი მენტალური მდგომარეობით ხსნიდა.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანის ხელისუფლება ქალს, რომელიც ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონებს აპროტესტებს, ფსიქიკურად დაავადებულს უწოდებს.

ამ თემაზე:

„თქვით მისი სახელი, დაანახეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“ — ირანელი სტუდენტი ქალის მდგომარეობა უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი