ახალი ამბები

ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

20 ნოემბერი, 2024 •
ცოლისა და სიდედრის მკვლელობისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა. შემთხვევა მიმდინარე წლის 21 მაისს რუსთავში მოხდა. კაცი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 22 მაისს დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, კაცმა ქუჩაში მიმავალ 21 წლის ცოლსა და სიდედრს, რომლებსაც თან ახლდათ ჩვილი ბავშვი, სანადირო თოფით რამდენჯერმე ესროლა. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებებით ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

“გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა კაცი დამნაშავედ ცნო ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობაში, რომელიც მოტივირებული იყო გენდერული ნიშნით და საფრთხე შეუქმნა სხვის [ჩვილ ბავშვის] სიცოცხლესაც; ასევე- სისტემურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი