ახალი ამბები

რუსთავში ორი ქალი მოკლეს – შსს

22 მაისი, 2024 •
რუსთავში ორი ქალი მოკლეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, რუსთავში ორი ქალი მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს ერთი მამაკაცი.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, ახალგაზრდა კაცმა მოკლა ცოლი და სიდედრი, როდესაც ისნი ჩვილ ბავშვს ეტლით ასეირნებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი