ახალი ამბები

„არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას“ – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

15 ნოემბერი, 2024 •
„არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას“ – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ.

„თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი