თსუ-ს სტუდენტების ნაწილი, რომელსაც ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სურს, აცხადებს, რომ მათ უნივერსიტეტის კორპუსში ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ უშვებს.

ბათუმელი სტუდენტები ბსუ-ში მართავენ საპროტესტო აქციას. სტუდენტები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას  და ამ პროცესში აკადემიური სფეროს, უნივერსიტეტის ჩართულობას.

თსუ-ს პირველ კორპუსთან სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ასევე, ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

„საქართველო!“ – სკანდირებენ შეკრებილი სტუდენტები და სხვა მომიტინგეები.