თბილისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნების საქმე დღეს, 16:00 საათზეა დანიშნული. მოსარჩელეების ინფორმაციით, განხილვა მხარეთა მონაწილეობის გარეშე გაიმართება. მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა ამ დრომდე [განხილვამდე 4 საათით ადრე] არ იციან.
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეების – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ლელო საქართველოსთვის” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები 13 ნოემბერს განიხილა. ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. თუმცა მოსამართლემ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ივერი აბაშიძემ არ დააკმაყოფილა მათ მიერ მოთხოვნილი არცერთი შუამდგომლობა. მან უარი თქვა საქმეების გაყოფასა და ცალ-ცალკე განხილვაზეც.
ამავე თემაზე: