თურქეთის პრეზიდენტი, თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი ისრაელთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს.
ერდოღანის განცხადებას გამოცემა Middle East Eye ციტირებს.
„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ააღარ გააგრძელებს ისრაელთან ურთიერთობას. ჩვენ მომავალშიც ამ პოზიციაზე ვიქნებით. თურქეთის რესპუბლიკამ გაწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა ისრაელთან“, – ამბობს იგი.
თურქეთმა ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო დაიკავა.