ახალი ამბები

სპორტის სასახლის რეაბილიტაცია მალე დაიწყება — კალაძე

13 ნოემბერი, 2024 •
სპორტის სასახლის რეაბილიტაცია მალე დაიწყება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სპორტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი პრობლემაა და რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს რეაბილიტაციას. […] რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე ვითარებაა,  შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს განახლებას“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, რეაბილიტაცია მოიცავს სასახლის იატაკის საფარს, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას. შენარჩუნდება ისტორიული მასალები და სპორტის სასახლე აღიჭურვება საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, განათების, ხმის, ვიდეოს, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებისა და მოწყობილობების ჩათვლით.

იგეგმება ასევე სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ფუნქციის აღდგენა, მეტროში ჩასასვლელი კიბეებისა და მიმდებარე სივრცეების კეთილმოწყობა, ღია კორტების მოწყობა, საპარკინგე ზონის მოწესრიგება, სატრანსპორტო გეგმის დარეგულირება.

სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანიალოჯიკ გრუპისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი