ახალი ამბები

ევროპელმა დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს

11 ნოემბერი, 2024 •
ევროპელმა დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენელი პარლამენტარები რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებთან მივიდნენ.

ზოგი მათგანი სიტყვითაც გამოვიდა.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ მათი სურვილი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა და უარყო, თითქოს დელეგაცია საქართველოს შიდა საქმეში ერევა – როგორც ამას მმართველი პარტიის წევრები ამბობენ.

ჟიგიმანტას პავილიონისმა, ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, თქვა, რომ „ვიღაც“ ცდილობს, ქართველ ხალხს თავისუფლება და დემოკრატია წაართვას. მან ხალხს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

შვედმა პარლამენტარმა, ერიკ ოტოსონმა თქვა, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა გვიანი არასდროს არაა.

პოლონელმა დეპუტატმა, მიხაელ კამინსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ცნობილი ფრაზა – „რუსულო გემო, იდი ნა*უი“ – მიემართება მათაც, ვინც ცდილობს, ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი