საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა დღეს ჩატარდება. სხომა პარლამენტში 12 საათზე დაიწყება.
მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია რამდენიმე ანგარიშის მოსმენა. თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო–საბიუჯეტო, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები 2009 წლის საშემოდგომო და 2010 წლის საგაზაფხულო სესიებზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენენ.
ასევე მიმდინარე კვირაში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარება.
სხდომის ჩატარება ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარემ გია თოღთლაძემ გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაძე მოითხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
გუშინდელ ბიუროს სხდომაზე ასევე გახდა ცნობილი, რომ მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე პარლამეტი ორმოცამდე საკითხს განიხილავს.