ახალი ამბები

რა თქვა მაკრონმა საქართველოს არჩევნების შესახებ იმ სამიტზე, რომელსაც კობახიძეც ესწრება

7 ნოემბერი, 2024 •
რა თქვა მაკრონმა საქართველოს არჩევნების შესახებ იმ სამიტზე, რომელსაც კობახიძეც ესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნებში ხმების ყიდვა და მანიპულაციები იყო.

ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მოლდოვის პრეზიდენტად ხელახლად არჩეული მაია სანდუც ესწრებოდნენ.

ემანუელ მაკრონმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, კობახიძეს – არა, საქართველოსთან დაკავშირებით კი იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა თავის ევროპულ არჩევანს დაადასტურებს.

„განხილვის საგანია ასევე ევროპული დემოკრატიული მოდელი: საქართველო, მოლდოვა… იყო კიბერთავდასხმები, ხმების ყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა დააფიქსირა ეს. მე მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და იმედი მაქვს, საქართველო ჩამოაყალიბებს ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიული მოდელს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი