უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეთანხმდა, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო დიალოგს და გააძლიერებენ თანამშრომლობას.
„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მას მივულოცე ისტორიული გამარჯვება – მისმა გასაოცარმა კამპანიამ შესაძლებელი გახადა ეს შედეგი. ვაფასებ მისი ოჯახის და გუნდის შესანიშნავად შესრულებულ სამუშაოს.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო დიალოგსა და გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას.
შეერთებული შტატების ძლიერი და მტკიცე ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
I had an excellent call with President @realDonaldTrump and congratulated him on his historic landslide victory—his tremendous campaign made this result possible. I praised his family and team for their great work.
We agreed to maintain close dialogue and advance our…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 6, 2024