ახალი ამბები

„რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე“ – ბელგიის პრემიერი

5 ნოემბერი, 2024 •
„რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე“ – ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე.

„ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. [პრეზიდენტ ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს იგი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი