ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბარათაშვილის ქუჩაზე „გამაფრთხილებელი პიკეტი“ მოეწყობა

4 ნოემბერი, 2024 •
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბარათაშვილის ქუჩაზე „გამაფრთხილებელი პიკეტი“ მოეწყობა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მსვლელობა ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით „გამაფრთხილებელი პიკეტით“ გაგრძელდება.

„ეს არის გამაფრთხილებელი პიკეტი, მსგავსი გაგრძელდება ყოველდღიურად, ხელისუფლებას ექნება სერიოზული დისკომფორტი. ეს გაიშლება მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის გეგმა – ერთად დგომა, რომ მშვიდობიანად შევუქმნათ წინააღმდეგობრივი პროტესტი მოღალატე ხელისუფლებას. ხვალ სხვა ლოკაციები იქნება“, – უთხრა ხაზარაძემ „ფორმულას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი