საქართველოში ლიეტუვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი „ვარდისფერი სათვალეების მოხსნას“ ურჩევს მათ, ვინც ამბობს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს.
„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში „აჩვენებს პროგრესს“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, ჩვენი გულწრფელი რჩევა: „მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები, როცა ანგარიშს კითხულობთ. პროგრესი არ არის, არის განგრძობითი ჩიხი, თუ არა რეგრესი“, — წერს ელჩი X-ზე.
For those who say that the latest 🇪🇺 enlargement report “shows progress” on 🇬🇪’s 🇪🇺 accession track, our sincere advice – “Take off your rosy glasses when reading it”. There is no progress, but a continued stalemate, if not regression. https://t.co/NpihgSM6Lj
— Darius Vitkauskas (@VitkauskasDar) November 1, 2024
ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც გაწევრიანების მსურველ 10 ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი) არსებულ მდგომარეობასა და პროგრესს აფასებს.
ევროკომისია იმეორებს ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსის გამო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
„თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განვიხილოთ“, — ნათქვამია ანგარიშში.
მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ მანიპულაციურად ცდილობს, ანგარიში დადებითად წარმოაჩინოს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად შეჩერებული არ არის.
ამ თემაზე:
„ოცნების“ მანიპულაცია ევროკომისიის ანგარიშით და თურქეთის მაგალითი
ნიდერლანდების ელჩმა X-ზე უპასუხა და უარყო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება