ამერიკული კომპანია „Harris X“, რომელმაც „მთავარი არხის“ დაკვეთით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლები ჩაატარა, ამბობს, რომ ანალიზის შედეგად დაადგინა სულ მცირე ხმათა 8% [172 523 ხმა], რომელიც მიუთითებს შესაძლო დარღვევებზე, მათ შორის მას შემდეგ, რაც ანალიზის დროს განხორციელდა შეწონვა და ბოლომდე იყო გათვალისწინებული გამოხმაურებაზე უარის დონე.
„ჩვენ გამოვავლინეთ 27 საარჩევნო ოლქი [სულ 73-დან, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვარგარეთის უბნების გამოკლებით], სადაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია ეგზიტპოლებისა და ცესკოს შედეგებს შორის. ზოგან განსხვავება სტატისტიკურად შეუძლებელია: მარნეულის ოლქში, ჩვენი ეგზიტპოლით, „ოცნებამ“ ხმათა 40% მიიღო, მაგრამ ცესკო იუწყება, რომ 80%“, – ნათქვამია განცხადებაში.
Harris X აგრეთვე აღნიშნავს, რომ 27 საარჩევნო ოლქში საშულო განსხვავება მათი ეგზიტპოლისა და ცესკოს შედეგებს შორის შეადგენს 15%-ს, ან საერთო ხმების 8%-ს, ანუ 172 523 ხმას.
„ცესკოს საბოლოო ინფორმაციის მიხედვით ჩვენი კალიბრირებული ეგზიტპოლის ანალიზი კითხვებს აჩენს საბოლოო შედეგების შესახებ. [..] მარტივად რომ ითქვას, ცესკოს გამოქვეყნებული შედეგი, რომლითაც „ოცნებას“ 53,96% აქვს, სტატისტიკურად შეუძლებელია“.