ახალი ამბები

„ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას“ – შარლ მიშელი არჩევნებზე

27 ოქტომბერი, 2024 •
„ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას“ – შარლ მიშელი არჩევნებზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.

მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო.

„ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები.

უწესრიგობები, რომლებზეც საუბარია, სერიოზულად უნდა იყოს განმარტული.

კვლავაც ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი – აჩვენონ ერთგულება ევროკავშირის გზისადმი. ასევე მნიშვნელოვანია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრს შორის.

ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და შემდეგ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – წერს იგი.

26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი