უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ცესკო არჩევნების პირვანდელ ან წინასწარ შედეგებს გამოაცხადებდა.

პროსახელისუფლებო „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვება ხელისუფლებამაც იზეიმა.

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რაა უკეთესი მათი ქვეყნისთვის და დღეს მათ თავიანთი ხმა დააფიქსირეს“, – წერს ორბანი, რომელიც ევროკავშირში, ფაქტობრივად, „ოცნების“ ერთადერთი მოკავშირეღაა.

„ქართულ ოცნებას“, „იმედის“ ეგზიტპოლის თანახმად, ხმათა 56,1% აქვს. „ფორმულას“ და „მთავარის“ ეგზიტპოლებით, „ოცნებას“ უმრავლესობის მოპოვებისთვის საკმარისი მანდატები ვერ ექნება.