ახალი ამბები

ისანში 56-ე უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

26 ოქტომბერი, 2024 •
ისანში 56-ე უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი