ბაღდათის 23-ე უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის ვერიფიკაციის აპარატები დაიზიანა – ადმინისტრაციის ამომრჩევლები მათ იყენებდნენ ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების შესამოწმებლად.
ადგილიდან გავრცელებული ვიდეოს თანახმად, დაზიანდა სამიდან ორი აპარატი, რის გამოც საარჩევნო პროცესი შეყოვნდა.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ „ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჭრილში იმყოფებოდა, რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატი იმდაგვარად დააზიანა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება“.
იგი ამბობს, რომ კენჭისყრა უბანზე უკვე გაგრძელდა.
