მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი დაიხურა, იტყობინება ადგილიდან „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი.
აქამდე, უბნიდან გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიდა. ამის შემდეგ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს.
