მარნეულის მუნიციპალიტეტში შუა ხნის კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ერთ-ერთ კერძო სახლში მზის პანელებს ამონტაჟებდა, რა დროსაც კიბიდან გადმოვარდა.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.