„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება ბაგრატის ტაძართან დღეს, 24 ოქტომბერს გამართა.
პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ისაუბრეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აგრეთვე განაცხადა, რომ პარტია ექსპრეზიდენტის ერთგული რჩება.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობისთვის დევნიან და რომელსაც სულ მალე ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავათავისუფლებთ. [..] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული“, – აღნიშნა მან.
