„კოალიციამ ცვლილებებისთვის“, რომელიც „ახალს“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ აერთიანებს, დასკვნითი წინასაარჩევნო შეკრება გამართა.
შეკრება ზუგდიდში ჩატარდა და მას პარტიის ლიდერები და საპარლამენტო სიაში შესული პოლიტიკოსები, ასევე პარტიის მხარდამჭერები დაესწრნენ.
პარტიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს წინასაარჩევნო პროგრამასა და მიზნებზე.