ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 33%-იანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა,ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ოცნებისას“ ბევრად აღემატება.

კვლევის ფარგლებში, გამოკითხულებს ჰკითხეს, ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. შედეგები, „ფორმულას“ ცნობით, შემდეგია [აღნიშნულია, რომ შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით]:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 33%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
  • გახარია – საქართველოსთვის – 11%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 14%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
  • სხვა პარტიები – 1.2%

გამოკითხვა ჩატარდა 01.10 – 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.