საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება ვერ მოხდება, თუკი ამომრჩეველი ხმის მისაცემად მივა და სახლში არ დარჩება.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეეშინდეთ არჩევნებზე მისვლის.

„მე მინდა ვუთხრა ამომრჩევლებს, რომ ვიცით – გაყალბება ამ ქვეყანაში არახალია. ყველაფერი გავლილი გვაქვს  ამ ქვეყანაში, მათ შორის, ე.წ. კარუსელები და ყველაფერი, რა ფორმითაც შეიძლება გაყალბება.

თუ ხალხი სახლში არ დარჩა, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ სიმშვიდე დამოკიდებულია თქვენზე. ადრე გადით, საარჩევნო უბანზე, ნურავის და ნურაფრის გეშინიათ. მეც ვიქნები ადრე უბანზე, მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული, ცხადია, ეს ჩემი მოვალეობაა, ვიცოდე, რა ხდება. ყველასთან ვიქნები კონტაქტზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანასა და ჩვენს ერთობლივ მომავალს სჭირდება“, – ამბობს იგი.