მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ბიზნესმენის სახლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი ხელყუმბარა შეაგდეს, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „Aktual.ge“.
მათი ცნობით, შემთხვევა დღეს, 22 ოქტომბერს მოხდა და მის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 187-ე და 236-ე მუხლებით – ნივთის დაზიანება ან განადგურება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
