„რამდენიმე წელი უთვალთვალებდნენ სახელმწიფო ორგანოებსა და დიდ კომპანიებს, აგროვებდნენ ინფორმაციას და ერეოდნენ ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობაში“, – წერს გამოცემა „ბლუმბერგი“ თავის მასალაში.

ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ, რომ ამ ყველაფერს საქართველოში რუსი ჰაკერები აკეთებდნენ, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან [„გრუ“] და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან [„ფსბ“] არიან დაკავშირებულნი.

გამოძიებაში „ბლუმბერგის“ ჟურნალისტები ანონიმურ ევროპელ ჩინოვნიკებსა და სხვადასხვა დოკუმენტაციას ეყრდნობიან. სტატიის თანახმად, ეს თავდასხმები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხდებოდა, მაგრამ მათ „ბოლო დროსაც ჰქონდა ადგილი“.

გამოძიების თანახმად:

  • რუსმა ჰაკერებმა შეაღწიეს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს სისტემებში, მათ შორისაა– ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • შეაღწიეს ინფრასტრუქტურულ სისტემებში და შეეძლოთ ენერგეტიკული სისტემების, — ელექტროენერგიის და სხვა, – მართვა, მაგალითად, ელექტროენერგიის მიწოდების გამორთვა.

მასალაში ასევე ვკითხულობთ, რომ დასავლური ქვეყნის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ თბილისს ამ ჰაკერულ თავდასხმებზე, თუმცა არ იციან, რამდენად მიიღო ზომები საქართველოს მთავრობამ.