TASS-ის ინფორმაციით, რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა ელექტროენერგიის 600 მეგავატის ოდენობით იმპორტი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს Интер РАО-ს მმართველობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსული სატარიფო კონფერენციის კულუარებში განუცხადა.
“დიახ, ჩვენ ვკითხეთ ორ ქვეყანას -აზერბაიჯანს და საქართველოს – ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ საგანგებო პერიოდებში იმპორტის შესაძლებლობას და ვითხოვეთ, თუ შესაძლებელია ორი მეზობელი ენერგეტიკული სისტემის მხრიდან ელექტროენერგიის მოწოდება” ,- განაცხადა მან.
“თუკი იქნება ავარიული რეჟიმები, მაშინ, “სისტემის ოპერატორის” მოთხოვნით, თხოვნით მივმართავთ ორი მეზობელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას, რომ მზად ჰქონდეთ 300 მეგავატი ჩვენთვის გამოსაყოფად”, – განაცხადა პანინამ.
მისივე თქმით, კომპანიას ჯერ არ მიუღია პასუხი საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.
პანინამ ასევე დააზუსტა, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება სიტუაციის შენარჩუნებას ელექტროენერგიის იმპორტის გარეშე , მაგრამ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, შესაძლოა, მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებს მიმართოს.
