ევროპარლამენტის დეპუტატი, სვენ მიქსერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს  ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოხიბლულია საქართველოს მოქალაქეთა ერთგულებით ევროპული კურსის მიმართ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ამ განწყობას.

„საქართველოს ხელისუფლება ამ მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებს“, – თქვა მიქსერმა.

მიქსერის განცხადებითვე, მთავრობის მიერ რუსული და ანტი-ლგბტქ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

კიდევ რა თქვეს 8 ოქტომბრის დებატებზე: