რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს მოქალაქის, რატი ბურდულის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ იბრძვის.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ რატი ბურდულმა კურსკის ოლქში რიგი დანაშაულები ჩაიდინა. ოფიციალური მოსკოვი მას რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და მკვლელობას ედავება.
ბურდულის გარდა, საქმე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკში უკრაინული დანაყოფების სხვა წევრების წინააღმდეგაც აღძრა.
გარეკანის ფოტო: „ფორმულას“ ეთერიდან





