უკვე მესამე წელია, რაც ინგლისური ენის ცენტრი – “Ბექას სკოლა” და “კავეა” კინომოყვარულებს ინგლისურენოვან კინოკლუბს თავაზობს.
ეს თანამშრომლობა თავდაპირველად კინოთეატრ “ამირანში” მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებით დაიწყო. წელს კი კინოკლუბმა “გალერია თბილისის” კავეას ფილიალში, თავისუფლების მოედანთან გადმოინაცვლა, სადაც თვეში ორჯერ, სრულიად ახალგამოსული ჰოლივუდის ფილმები შეგიძლიათ ნახოთ.
შემოდგომის სეზონზე, ყოველ მეორე სამშაბათს, საღამოს 8 საათზე “გალერია თბილისის” კავეას ფილიალში ინგლისურენოვან კინოჩვენებას “ბექას სკოლის” ბელგიელი მოხალისე Adrien Schallier მასპინძლობს.
ამ კინოკლუბის მთავარი მიზანია, კინოს გამოყენებით, ინგლისურის ენის ცოდნის ამაღლება და დახვეწა ქართველი სტუდენტებისთვის და მათი listening უნარების განვითარებაში დახმარება.
ჩვენებაზე ნებისმიერი მსურველისთვის დასწრება სრულიად უფასოა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, აუცილებელია, დასწრების მსურველებმა მარტივი ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ.
შემდეგი კინოჩვენება 15 ოქტომბერს, 20:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც იქნება წარდგენილი ფილმი – Joker [2024].