ნეტგაზეთი | თბილისობა 2010 დღეს იწყება თბილისობა 2010 დღეს იწყება – Netgazeti
RU | GE  

თბილისობა 2010 დღეს იწყება

,,თბილისობა 2010’’ დღეს  იწყება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სახალხო დღესასწაული თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება. 9 დღის განმავლობაში მოეწყობა გამოფენები, გაიმართება კლასიკური, თანამედროვე და ქართული ნაციონალური მუსიკის კონცერტები.

22 ოქტომბერს დედა ენის ბაღში ლიტერატურული პრემიის ,,გალას’’ დაჯილდოვება  შედგება, ჩატარდება, ასევე, თბილისის მოდის კვირეული.

ღონისძიებებია მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი 23-24 ოქტომბერს. ამ დღისთვის ვარდების რევულუციის მოედანზე საწნახელი დაიდგმება, მოეწყობა ანტიკვარული მაქანების გამოფენა, მდინარე მტკვარზე დილიდან იმოძრავებს ტივი, დედაენის ბაღში გაიმართება წიგნების ბაზრობა მუსიკის თანხლებით, მოეწყობა ქართული ყველის ნაირსახეობების გამოფენა, საბავშვო და თეატრალური ღონისძიებები.

23 ოქტომბერს ჯგუფი შინი მეიდანზე ახალი ალბომის ,,ეს არის’’ პრეზენტაცია-კონცერტს გამართავს.

24 ოქტომბერს კი დღესასწაული სპორტული შეჯიბრებებით გაგრძელდება.  11:00-დან 12:00 საათამდე – მტკვარზე საწყალოსნო სპორტის სახეობების, კერძოდ, ნიჩბოსნობის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართება შეჯიბრებები – აკადემიურ, კანოეთი და ბაიდარებით ნიჩბოსნობაში, შემდეგ კი სპორტის ქართულ სახეობებში.

ამავე დღეს შარდენის ქუჩა ხილის ფესტივალს უმასპირძლებს.

სხვა ღონისძიებებთან ერთან, ,,თბილისობა 2010’’ თბილისის ჯაზ-ფესტივალსაც   უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ოქტომბერს დაიწყება და ოთხი დღის განმავლობაში გასტანს.

30 ოქტომბერს კი როკ მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, სპორტის სასახლეს ესტუმრონ. თანამედროვე ქართული როკ ჯგუფების კონცერტი, –  altervision/newcommers  სპორტის სასახლეში 20.00 საათზე დაიწყება. საღამოს კი ევროპელი დიჯეი Tom Novy ლაივ კონცერტით დახურავს.

თბილისობის დღესასწაულისათვის თბილისის მერიამ სპეციალური საიტი– tbilisoba.ge,-  შექმნა, რომელზეც დაგეგმილი ღონისძიებების ნახვაა შესაძლებელი.

წლევანდელი თბილისობა ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი