ახალი ამბებირეკლამა

„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

1 ოქტომბერი, 2024 •
„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის ტექნიკასა და სერვისს სთავაზობენ „თეგეტას“ შვილობილი კომპანიები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც ქართული, ისე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების კომპანიების წარმომადგენლები, „თეგეტას“ კორპორაციული მომხმარებლები და პოტენციური პარტნიორები.

გიორგი ბერიძე, სპეციალური ტექნიკის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, ისეთებს, როგორიცაა ინგლისური JCB, რომელიც მსოფლიო ლიდერია ექსკავატორ დამტვირთველებისა და ტელესკოპური დამტვირთველების გაყიდვების მიმართულებით, გერმანული Liebherr-ი, რომელიც აწარმოებს დიდი ტონაჟობის ექსკავატორებს, დამტვირთველებსა და ბულდოზერებს, რაც განსაკუთრებით სამთო მრეწველობის სფეროში გამოიყენება. საგზაო ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი ბრენდები Ammann და Bomag. გარდა ამისა, „თეგეტა“ არის სასაწყობე დამტვირთველების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის, Clark-ის დილერი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენაზე.

ღონისძიებაზე ასევე შესაძლებელი იყო „თეგეტა აგრის“ ტექნიკის ნახვაც, მათ შორის Fendt-ის, ფინური Valtra-ს, ჩეხური Zetor-ის და იტალიური Goldoni-ის. სტუმრებს Cummins-ის პრემიუმ გენერატორებისა და XCMG-ის ახალი პროდუქტების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ რეგიონში აგრო სფეროს  განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ პრემიუმ ბრენდების ტექნიკით რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის“.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ხარისხის ტექნიკაზე უპრეცედენტო ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით ესარგებლათ, მათ შორის MAN-ის თვითმცლელებსა და გამწევებზე, JCB-ის, Liebherr-ისა და  სხვა ბრენდების ტექნიკაზე.

სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის გამოფენა იყო პრეცედენტი იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება მიეცა, ერთ სივრცეში დაეთვალიერებინა სამშენებლო, აგრო, საგზაო და ინდუსტრიული ტექნიკა.

ბექა ბერიძე, სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე თითქმის ორი ათწლეულია ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სახით მომხმარებელს სანდო პარტნიორი ჰყავს. Tegeta Truck & Bus არ არის მხოლოდ კომერციული და სპეცტექნიკის რეალიზებაზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მომხმარებელს შემდგომი მომსახურებაც შევთავაზოთ, რათა მათი ბიზნესსაჭიროებები მაქსიმალურად და ზედმიწევნით ხარისხიანად იყოს დაკმაყოფილებული. ვზრუნავთ მომხმარებლების დროულ ინფორმირებაზეც. სწორედ ამ მიზნით დავგეგმეთ მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოგვცა საშუალება პარტნიორებისთვის  ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაგვეზიარებინა“.

სამშენებლო, საგზაო, ინდუსტრიული, ლოგისტიკური და აგრო ტექნიკის მსგავსი მასშტაბის გამოფენა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, პირველად გაიმართა. „თეგეტა ჰოლდინგი“ გეგმავს, სპეცტექნიკის გამოფენა ყოველ წელს დააორგანიზოს.

გამოფენაზე სტუმრებს „თეგეტა ლიზინგის“ შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თეგეტაში შეიძინოს ტექნიკა და ამავე კომპანიაში ისარგებლოს განსაკუთრებული სალიზინგო პირობებით.

ღონისძიება „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში მოეწყო, რომელიც 2024 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში კომერციული და სპეცტექნიკის ყველაზე დიდი ავტოპარკია. ტერიტორიაზე სამშენებლო, ლოგისტიკური, ინდუსტრიული და აგროტექნიკის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს, წეროვანის ავტოპარკში ერთი კვირის განმავლობაში – 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი