ახალი ამბები

„საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შანსს“ — შტაინმაიერი

30 სექტემბერი, 2024 •
„საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შანსს“ — შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წუხილს გამოთქვამს საქართველოს რეგრესის გამო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შტაინმაიერმა დღეს ბერლინში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა და გერმანიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, მადლობა გადაუხადა მას პროევროპული პოზიციისთვის.

„ამავე დროს, მან სინანული გამოთქვა საქართველოს რეგრესის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ფედერალურმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამით მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას“, — წერს გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი X-ზე.

გერმანიის პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც ართულებს ევროკავშირთან მიახლოებას და მაგალითად დასახელებულია „გამჭვირვალობის კანონი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი