ახალი ამბები

ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

28 სექტემბერი, 2024 •
ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას გენერალური მდივანი, ჰასან ნასრალა.

“ჰასან ნასრალა მსოფლიოს დატერორებას ვეღარ შეძლებს”, – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ზე.

The Guardian-ის ცნობით, ნასრალა, ჰეზბოლას სხვა ლიდერებთან ერთად დაიღუპა პარასკევს საღამოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად.

მომხდარის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია ჰეზბოლას.

ჰასან ნასრალა იყო სასულიერო და სამხედრო ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი