ახალი ამბები

შუქრუთელები თბილისში პროტესტს განაგრძობენ

26 სექტემბერი, 2024 •
შუქრუთელები თბილისში პროტესტს განაგრძობენ

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თბილისში პროტესტს განაგრძობენ.

დღეს მათ რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს.

ამჟამად ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმყოფებიან.

შუქრუთელების ნაწილი თბილისში 11 სექტემბრიდან იმყოფება.
1 სექტემბერს ოთხმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა, მათთან ერთად კიდევ ხუთი ადგილობრივი შიმშილობს. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი არის პროცესში ჩართვა. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლება მათ არ ელაპარაკება.

პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვს. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.

წაიკითხეთ ამ თემაზე:

სოფელი, რომელსაც შეიძლება მიწამ პირი უყოს

მასალების გადაბეჭდვის წესი