გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმდინარე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არ დაუკრა ტაში ჯო ბაიდენის სიტყვას უკრაინის გამარჯვებაზე.
გამოსვლაში ბაიდენმა თქვა: „არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინა არ მიაღწევს სამართლიან მშვიდობას“.
ამ სიტყვებს დარბაზში შეკრებილი ზოგი ქვეყნის წარმომადგენლის ტაში მოჰყვა. თუმცა კადრებში ჩანს, რომ საქართველოს დელეგაცია, მათ შორის პრემიერი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ტაშს არ უკრავენ. ტაში კადრში არ დაუკრავთ ასევე ყაზახეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლებს.