ახალი ამბები

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფართის დაკანონებას ითხოვენ

20 ოქტომბერი, 2010 • 1244
მიწისძვრის შედეგად  დაზარალებული ოჯახები ფართის  დაკანონებას ითხოვენ

დღეს მერიასთან შეკრებილ მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს თინა ხიდაშელი შეხვდა. დაზარალებულები  2002 წელს  გადაცემული ფართების დაკანონებას ითხოვდნენ. ამის  თაობაზე თინა ხიდაშელი  ადგილობრივი  ქონების მართვის საქალაქო  სამსახურის უფროსს  ვალერიან გვათუას შეხვდა.

ორმოცდაცამეტი ოჯახი იმ ფართის   დაკანონებას ითხოვს, რომელიც  მათ საქართველოს მთავრობამ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ გადასცა.  ,,ჩვენ ვითხოვთ იმ ბინების  დაკანონებას, სადაც უკვე  რვა წელია ვცხოვრობთ. ”–  ამბობს  ერთ–ერთი დაზარალებული ციცინო თეთრაშვილი. 

თინა ხიდაშელის თქმით, ეს პრობლემა 2002 წლიდან არსებობს: ,, მიწისძვრით შედეგად დაზარალებილთა ნაწილს ოფიციალურად არ დაუკანონებია  გადაცემული ბინები.” 

ვალერიან გვათუასთან შეხვედრის შემდეგ  მან  დაზარალებულ  ოჯახებს განუცხადა, რომ  ქონების  მართვის  სამოქალაქო სამსახურის უფროსი მზად არის,  პარასკევს შეხვდეს დაზარალებულებს: ,,მე ვთხოვე ბატონ ვალერს შეხვედრა, რომ გაირკვეს პრობლემა. პარასკევს ის მობრძანდება  საკრებულოში, სადაც თითოეული ოჯახის პრობლემას  ცალ–ცალკე განვიხილავთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი