სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა სატელიტური სურათები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ წარუმატებელი გამოცდის კვალს ასახავს.

სატელიტურ ფოტოებზე ჩანს კრატერი რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პლესეცკის კოსმოდრომზე.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია „სარმატის“ რაკეტის უახლესი გამოცდის შესახებ და ეს კითხვა თავდაცვის სამინისტროსთან გადაამისამართა.

„RS-28 Сарма́т“ არის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შექმნილია შორეულ სამიზნეებზე ბირთვული ქობინების გადასატანად. რუსეთმა 2022 წლის აპრილში განაცხადა ახალი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გამოცდის შესახებ. რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსმა“ და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვეს, რომ „სარმატის“ სტრატეგიული სარაკეტო სისტემა უკვე მიწოდებულია ბრძოლის ველზე. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველი და ერთადერთი ოფიციალური წარმატებული გაშვების შემდეგ, „სარმატის“ ოთხი გამოცდა წარუმატებლად დასრულდა.