ახალი ამბები

რუსეთის თანახმად, ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტა გამოსცადეს

20 აპრილი, 2022 •
რუსეთის თანახმად, ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტა გამოსცადეს

რუსეთი აცხადებს, რომ გამოსცადეს ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“.

ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აზრით, „ეს საფიქრალს გაუჩენს მათ, ვინც ცდილობს, რომ რუსეთს დაემუქროს“.

რუსეთის თანახმად, რაკეტა პლესეცკიდან გაუშვეს, რომელიც რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, ხოლო საბოლოო სამიზნე უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე იყო.

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

უკრაინაში ომი 56-ე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად რუსეთის მიზანს უკრაინის მთავრობის დამხობა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო დედაქალაქ კიევის დაკავება, ომის ახალი ფაზა წამოიწყო და ძალები დონბასის რეგიონისკენ გადაისროლა.

ფოტო გარეკანზე: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი