ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსულენოვანი კლასები გადავსებულია – აზერბაიჯანში რუსულ განათლებაზე ისევ მოთხოვნაა

23 სექტემბერი, 2024 •
რუსულენოვანი კლასები გადავსებულია – აზერბაიჯანში რუსულ განათლებაზე ისევ მოთხოვნაა

ავტორი: დინი ქურბანოვი, ბაქო


რუსულენოვანი განათლება აზერბაიჯანში: რატომ არის ის კვლავ მოთხოვნადი?

ბაქოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს, ვლადიმერ პუტინმა ერთობლივი, რუსულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. თუ პროექტი განხორციელდება, რომლითაც სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ჩართვა იგეგმება, ეს იქნება ბაქოში რუსული უნივერსიტეტის მესამე ფილიალი, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სეჩენოვის სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალები.

ამავე ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პუტინს განუცხადა, რომ “აზერბაიჯანი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა რუსეთთან ჰუმანიტარულ თანამშრომლობას”, ხოლო ქვეყანაში 324 საჯარო სკოლა სწავლობს რუსულ ენაზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გახდა აზერბაიჯანში რუსულენოვანი განათლების თემის განხილვის მიზეზი, რომლითაც ყველაფერი იმაზე რთული და ორაზროვანია, ვიდრე, შესაძლოა, შორიდან ჩანდეს.

“რუსული სექტორი” ციფრებში

2023 წლის ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანში დაახლოებით 160 ათასი სკოლის მოსწავლე რუსულ ენაზე სწავლობს. ეს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს და თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო.

ალიევის მიერ ნახსენები 324 სკოლა არის სწორედ სკოლები, რომლებშიც აზერბაიჯანულენოვანთან ერთად არის რუსულენოვანი განყოფილებაც, ე.წ. “რუსული სექტორი”. მათი უმრავლესობა ბაქოშია კონცენტრირებული.

აზერბაიჯანის საზოგადოებაში ეს თემა რეგულარულად ხდება კამათის და დისკუსიის მიზეზი. დროდადრო, ერთი საზოგადო და პოლიტიკური ფიგურა ამაზე საუბარს იწყებს, რომ დადგა რუსული სექტორის ლიკვიდაციის დრო, რადგან ეს არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს. ან თუნდაც გახდეს ფასიანი. მაგრამ საქმე არასდროს სცილდება ლაპარაკს და თითქმის აღარავინ აღიქვამს მას სერიოზულად.

სინამდვილეში, როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა აჩვენებს, აზერბაიჯანში რუსულენოვან განათლებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. ხშირად ამ მოთხოვნას წარმოაჩენენ, როგორც ორი სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობისა და დაახლოების ნიშანსა და შედეგს. სინამდვილეში, ეს არაა სრული სიმართლე. აზერბაიჯანის მთავრობა რუსული სექტორის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს. ქვეყანაში რუსულენოვანი განათლების განსაკუთრებული ხელშეწყობა არ ხდება და მასზე მზარდი მოთხოვნა დიდწილად ნაკარნახევია არა იდეოლოგიური ან თუნდაც კულტურული, არამედ პრაქტიკული მოსაზრებებით.

მეტია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება

რუსული სექტორის მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულენოვანი მშობლების შვილები არიან. ანუ აზერბაიჯანელები, რომლებისთვისაც ისტორიული მიზეზების გამო რუსული პირველი და ფაქტობრივად, მშობლიური ენაა.

მაგრამ ბოლო წლებში აზერბაიჯანულენოვანმა ოჯახებმაც დაიწყეს შვილების რუსულ სექტორში ჩარიცხვა. მათთვის ეს მხოლოდ უცხო ენის შესწავლის უფასო საშუალებაა. ამ გზით ისინი იმედოვნებენ, რომ ბავშვისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფენ: რუსული ენის ცოდნა ხშირად, სავალდებულო თუ არა, სასურველია სამსახურში განაცხადის შეტანის დროსაც.  

გარდა ამისა, საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ რუსულ სექტორში განათლება უფრო ხარისხიანი და პრესტიჟულია. ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა და საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

ამავე ლოგიკით, ფინანსურად უფრო შეძლებულ ოჯახებს ურჩევნიათ შვილები კერძო ინგლისურენოვან სკოლებში ან თურქულ ლიცეუმებში გაგზავნონ.

რაღაც პერიოდში რუსულენოვან განათლებაზე მოთხოვნამ მიწოდების შესაძლებლობას გადააჭარბა, რადგან არ არის საკმარისი კლასები და მასწავლებლები ამ რაოდენობის მოსწავლეებისთვის განათლების უზრუნველსაყოფად

დედაქალაქის ბევრ სკოლაში რუსული სექტორის დაწყებით კლასებში 40-45 ბავშვი სწავლობს. მასწავლებლებს კი არ აქვთ საკმარისი დრო და ენერგია, რომ ყველას სათანადო ყურადღება მიაქციონ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ბავშვი სკოლაში რუსული ენის ცოდნის გარეშე მიდის და მათთვის მისი ათვისება საკმაოდ რთულია.

ოფიციალური პირების თქმით (ასევე მშობლების დაკვირვებით), არ არიან საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური მასწავლებლები რუსულ სექტორში. მეცნიერებისა და განათლების მინისტრის, ემინ ამრულაევის თქმით, “რუსულ სექტორში განათლების ხარისხის შენარჩუნება სამინისტროსთვის მტკივნეული წერტილია”, რადგან ვაკანსიების მხოლოდ 15-18% შეიძლება შეივსოს.

იმისათვის, რომ როგორმე ვითარება კონტროლის ქვეშ მოექცია, მთავრობამ რუსულ სექტორში სწავლის მსურველი ბავშვებისთვის ენის ცოდნის ტესტი შემოიტანა. მაგრამ ამის შემდეგაც კი რუსულენოვანი კლასები მაინც გადავსებულია.

სხვისი მშობლიური ენა 

თავის მხრივ, რუსული სექტორის კურსდამთავრებულებს აზერბაიჯანული ენის გამოცდა მოეთხოვებოდათ. აღმოჩნდა, რომ ბევრმა მათგანმა საერთოდ არ იცოდა ის. რაც საკმაოდ პროგნოზირებადია: მოზარდები იზრდებოდნენ რუსულენოვან ოჯახებში, ურთიერთობდნენ იმავე რუსულენოვან თანატოლებთან და რუსულ სექტორში აზერბაიჯანული ენის სწავლების დონე, როგორც წესი, საკმაოდ დაბალია. მათ არ ჰქონდათ საშუალება ესწავლათ აზერბაიჯანული ენა. ასევე, არ ჰქონიათ განსაკუთრებული სურვილი, რადგან მოზარდი უბრალოდ ვერ ხედავს ამის საჭიროებას. სკოლის დამთავრებისთანავე ეს მათთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცევა, ვინაიდან კურსდამთავრებულს, რომელიც სახელმწიფო ენის გამოცდას არ ჩააბარებს, ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობას მოკლებულია. ამიტომ ბევრი ოჯახი დროზე ადრე ქირაობს აზერბაიჯანული ენის რეპეტიტორებს შვილებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ აპირებენ მათ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნას.

Photo: Azerbaijan Ministry of Education

Photo: Azerbaijan Ministry of Education

 

მასალების გადაბეჭდვის წესი