ახალი ამბები

„სანქციები აჩვენებს ამერიკელების სოლიდარობას ქართველებისადმი“ – ჰელსინკის კომისია

17 სექტემბერი, 2024 •
„სანქციები აჩვენებს ამერიკელების სოლიდარობას ქართველებისადმი“ – ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, ეხმაურება 16 სექტემბერს აშშ-ის მიერ მიღებულ მორიგ სანქციებს, მათ შორის შსს-ს მაღალჩინოსნის, ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ.

„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იცავს კანონს და პატივს სცემს ხალხის თავისუფლებებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ სვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.

სახდეპის გუშინდელი სანქციები მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ დემონსტრირებს ამერიკელების სოლიდარობას ქართველებისადმი. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, გამოიყენოს მშვიდობიანად შეკრების უფლება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ზიანზე შიშის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

16 სექტემბერს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (იგივე „ხარება“), ასევე, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს და პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლებს, ზურა მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას. ასევე, უნდა დაწესდეს სავიზო სანქციები 60 პირის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი