ახალი ამბები

“ჩემი ხმა” – 30-მდე ორგანიზაცია საარჩევნო ხმების დასაცავად მოხალისეებს ეძებს

8 სექტემბერი, 2024 •
“ჩემი ხმა” – 30-მდე ორგანიზაცია საარჩევნო ხმების დასაცავად მოხალისეებს ეძებს

“ჩემი ხმა” – ასე ჰქვია სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად შექმნა. პროექტი გულისხმობს მოხალისეთა ჯგუფის შექმნას, რომელსაც ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები გადაამზადებენ და გაანაწილებენ ყველა საარჩევნო უბანზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

მოხალისე დამკვირვებლად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისთვის, საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე.

“თუკი ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ გვეყოლება მომზადებული და კეთილსინდისიერი დამკვირვებელი, ჩვენ შეგვიძლია, რომ დავიცვათ ჩვენი, თქვენი და თითოეული ადამიანის ხმა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ, ყოფილმა სახალხო დამცველმა და “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა.

სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ აქტივობებს. გარდა ამისა, მოამზადებენ შესაბამის ანგარიშებს.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ერთიანდებიან შემდეგი სამოქალაქო ორგანიზაციები:

მასალების გადაბეჭდვის წესი