4 სექტემბრის ღამით, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, იგივე „ახალ გზაზე“.
თბილისის მერიის განცხადებით, შეზღუდვა იმოქმედებს 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში, გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლების გამო.
„გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.