დღეს, პირველ სექტემბერს აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო [მილი მეჯლისის] არჩევნებში მმართველი პარტიის “ენი აზერბაიჯანის” გამარჯვებას ვარაუდობენ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო trend.az საუბრობს ეგზითპოლზე, რომლის შესაბამისად, მმართველი პარტია 125 მანდატიდან 63 მანდატს მიიღებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ივნისს ხელი მოაწერა მილი მეჯლისის დათხოვნას და ხელი მოაწერა პირველ სექტემბერს ახალი არჩევნების ჩატარების განკარგულებას.
ოფიციალური ცნობითვე, არჩევნებს აზერბაიჯანში 112 ათასამდე ადგულობრივი და 598 საერთაშორისო [მათ შორის, რუსეთიდან] დამკვირვებელი აკვირდებოდა.